პროექტის იდეა: მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ზღვის კურორტები.
პროექტის აქტუალობა: შავი ზღვის კურორტებზე ინფორმაციის მოძიებით მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარები და შეუძლიათ მოპოვებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.
პროექტის მიზნები:
1.უკეთ გაიცნოს მოსწავლეებმა მშობლიური ქვეყნის გეოგრაფიული ბდებარეობა,კერძოდ შავი ზღვის კურორტები.
2.ჩამოუყალიბდეთ კვლევისა და ძიების, დაკვირვებისა და დახარისხების უნარები.
3. მიეჩვიონ ცოდნის დამოუკიდებლად შეძენას,სწავლას კეთებით.
მონაწილეთა ასაკი: მესამე კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა: 5თვე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გააკეთებენ შავი ზღვის კურორტების ამსახველ ფოტო ალბომს, რომელსაც თან ექნება დართული მათ მიერ მოძიებული ინფორმაციები. პროექტის დასრულების შემდეგ მოვახდენთ პრეზენტაციას მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე.წავიყვან ბავშვებს ექსკურსიაზე შავი ზღვის კურორტების დასათვალიერებლად. მასალები ატვირთება ბლოგზე
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით:დაეკითხონ უფროსებს, მშობლებს,მოიძიონ ბიბლიოთეკაში ენციკლოპედიით. ინტენსიურად გამოიყენონ ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეებთან ერთად პროექტის თემის შერჩევა.
შემდეგ კლასი დავყოთ ჯგუფებად, თითოეულს მივცეთ კონკრეტული დავალება. მაგ. I ჯგუფი-ბათუმი, IIჯგუფი-ქობულეთი,
III ჯგუფი-ურეკი, .IV ჯგუფი-ფოთი,
Vჯგუფი-გაგრა, VI ჯგუფი-სოხუმი, VIIჯგუფი-ურეკი.
თითოეულმა ჯგუფმა თავისი ქალაქის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია,კერძოდ მისი ჰავის , კლიმატის, გავრცელებული მცენარეების, მოსახლეობის, განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობების, კულტურული ტრადიციების, ისტორიული ფაქტებისა და ლეგენდების შესახებ.
ინფორმაციის მოპოვების შემდეგ მოვახდინოთ მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება, ინფორმაციის შემცველი ტექსტების განსჯა-გაანალიზება,ფოტოების დახარისხება და ყველა მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება ალბომის დასამზადებლად.
დამზადებული ალბომის პრეზენტაცია.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება. მასწავლებლის მიერ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
შედეგი . ბუნ. III. 7 მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარამოში ორიენტირება და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტების ერთმანეთისაგან განსხვავება.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა გაჩეჩილაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:lela.gach@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:lelagachechilaze.blogspot.com